Wednesday, June 9, 2010

"კითხვა"



პროექტის სახელი:"კითხვა"
პრობლემის განსაზღვრა: ესგ–ის მიხედვით,გააზრებული კითხვა ფასეულია ინტელექტუალური განვითარებისათვის, თუმცა რეალობა მძიმეა:მოსწავლეთა უმრავლესობას არა აქვს გააზრებული აქტიური კითხვის არსი,არ იცნობს კითხვის სტრატეგიებს, უსულგულოდ, უგულისყუროდ ეკიდება კითხვის აქტივობებს. საყურადღებოა მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები. ცნობილია, რომ მასწავლებლები ძველებურად,ტრადიციულად არ სთხოვენ მოსწავლეებს ტექსტის თხრობასა და საზეპიროებს, მოსწავლეები კი შინ წაუკითხავი ნაწარმოების შინაარსს საკლასო დავალებებითა და მასწავლებელთა ლექცია–საუბრებით ეცნობიან.
ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ,ჩვენი თავი კითხვით მოგვეძებნა, ვინაიდან კითხვა გულისხმობს მრავალჯერ მიბრუნებას ტექსტთან. ამ დროს მოსწავლეს არ მოეთხოვება არც ტექსტის დაზეპირება და არც თხრობით სწავლა. მას ეძლევა კონკრეტული დავალებები, რომელთა შესრულება იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ მოსწავლე მრავალჯერ მიუბრუნდება ნაწარმოებს სხვადასხვა თვალით, სხვადასხვა კუთხით ,სხვადასხვა აქტივობით.

პროექტის აღწერა:ესგ–ის მიზნებისა და ფასეულობების შესაბამისად კვლევებისა და სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება, რომლის საფუძველზეც მოსწავლეები განახორციელებენ კონკრეტულ ამოცანებს.კითხვის სტრატეგიებით შეძლებენ სოციალურ ფენასთან ურთიერთობას, უფრო ნათლად გამოკვეთენ საზოგადოების ინტერესსა და მათს დამოკიდებულებას კითხვის ფენომენისადმი. შექმნიან ვიდეორგოლს, სიტყვის რუკას, პრობლემის ანალიზის სქემებს, ვიდეოთეკასა და ლიტერატურულ ბიბლიოთეკას, საინფორმაციო ბიულეტენს, ცნების რუკას ,დეკოდირების ცხრილს , ანალიტიკური კომენტარებით შეძლებენ პოზიციის გამოხატვას.დაწერენ ესეებს, მსჯელობებს, რეცენზიებს, საპრეზენტაციო მოხსენებებს ვიზუალური კომპონენტებით. პროექტი ამოქმედდება 2010წლის 14 სექტემბრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოსწავლეთა ასაკი:17–18წელი.მე–12 კლასი
ვადები: 14 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერვიუ,კვლევები, დისკუსია, მკითხველთა კონფერენცია,სიტყვის რუკა,სქემები, ვიდეოთეკისა და ვიდეორგოლის მომზადება,საინფორმაციო ბიულეტენის დაბეჭდვა და გავრცელება,პოეზიის საღამო,საკუთარი ნახატებისა და ფოტოსურათების გამოფენა,ოტია იოსელიანთან შეხვედრა.პრეზენტაციები.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, ვებ–გალერეა, რომელზედაც განთავსდება პროექტი.
სარგებელი სხვებისათვის:ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლებიუფრო გაიღრმავებენ ცოდნას კითხვის არსისა და მნიშვნელობის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი,
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ხატვა,
მუსიკა.გამოუმუშავდებათ საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები, შეძლებენ ისტ–ის გამოყენებითინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციის მოწყობასა და ვებ– გვერდის შექმნას.
პროექტის ფასილიტატორი:ნანაჭანტურია(chanturianana77@gmail.com)